ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ თსუ-ს მაღლივ კორპუსთან დღეს მომხდარ დაპირისპირებაში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს არანაირი როლი არ აქვთ
ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ თსუ-ს მაღლივ კორპუსთან დღეს მომხდარ დაპირისპირებაში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს არანაირი როლი არ აქვთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ თსუ-ს მაღლივ კორპუსთან დღეს მომხდარ დაპირისპირებაში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს არანაირი როლი არ აქვთ.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია.

„ნებისმიერ ძალადობას ჩვენ ვგმობთ. რა თქმა უნდა, ამაში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს არანაირი როლი არ გააჩნიათ. ნებისმიერ ძალადობას მე პირადად და ჩვენი პარტიაც გმობს. საქართველოში შენარჩუნებული რომ იყოს წესრიგი, სრულად არიან მობილიზებული, სამართალდამცავი ორგანოები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებასაც ჰქონდეს აბსოლუტურად თავისი პასუხისმგებლობა გაცნობიერებული, გააზრებული, თავი შევიკავოთ ძალადობისგან. ნებისმიერი, რასაც არ უნდა წარმოადგენდეს, თუ ძალადობს, შესაბამისად აგებს პასუხს კანონის წინაშე“, – განაცხადა დავითაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.