ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ავიაკომპანია, რომლის თვითმფრინავიც საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, ირანიდან მოსკოვში გაფრინდა, არ არის სანქცირებულთა სიაში
ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ავიაკომპანია, რომლის თვითმფრინავიც საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, ირანიდან მოსკოვში გაფრინდა, არ არის სანქცირებულთა სიაში

ეკონომიკასა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებაზე იმის შესახებ, რომ 4 სექტემბერს ირანის ერთ-ერთი აეროდრომიდან აფრენილი თვითმფრინავი საქართველოს ტერიტორიის გავლით, მოსკოვში გაფრინდა.

როგორც ლევან დავუთაშვილმა ჟურნალუსტებს განუცხადა, კომპანია, რომელმაც საქართველო საჰაერო სივრცე გამოიყენა, რეგულარულად დაფრინავს, მათ შორის ევროპის ქვეყნებში და არ არის სანქცირებულთა სიაში.

„ეს არის მორიგი დეზინფორმაცია და უსუსური მცდელობა. სამწუხაროდ, ხშირად ვისმენთ ხოლმე რეგულარულად გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო წესებს. კომპანია, რომელმაც საქართველო საჰაერო სივრცე გამოიყენა, რეგულარულად დაფრინავს, მათ შორის ევროპის ქვეყნებში. ეს კომპანია არ არის სანქცირებულთა სიაში და შესაბამისად, ჩვენმა საავიაციო უწყებებმა და ავიაციამ ყველა წესის დაცვით მისცეს საქართველოს ტერიტორიაზე გადაფრენის საშუალება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.