ლევან დავითაშვილი - პანდემიამდელ მაჩვენებელს ეკონომიკა 3.1%-ით უსწრებს, დანაკარგი, რომელიც 2020 წელს მივიღეთ ეკონომიკის შემცირებით, ფაქტობრივად, სრულად არის აღდგენილი
ლევან დავითაშვილი - პანდემიამდელ მაჩვენებელს ეკონომიკა 3.1%-ით უსწრებს, დანაკარგი, რომელიც 2020 წელს მივიღეთ ეკონომიკის შემცირებით, ფაქტობრივად, სრულად არის აღდგენილი

2021 წლის ეკონომიკის ზრდის მონაცემები, წინასწარი შეფასებით, 10.6%-ია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პანდემიამდელ მაჩვენებელს ეკონომიკა 3.1%-ით უსწრებს. შესაბამისად, დანაკარგი, რომელიც 2020 წელს მივიღეთ ეკონომიკის შემცირებით, ფაქტობრივად, სრულად არის აღდგენილი. ჩვენი პროგნოზი, რომ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა, სრულად გამართლდა. ჩვენი პროგნოზი ბევრად ზუსტი იყო, ვიდრე ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, რომლებიც უფრო კონსერვატორულ მაჩვენებლებს ვარაუდობდნენ.

დღეს მონაცემები დაზუსტდა – ჩვენ, გასულ წელს, გვქონდა არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად, ეკონომიკის აღდგენა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.