ლევან დადუნაშვილის დედა - დათო სარალიძის შემთხვევაში, რა გამოდის, ვინც არტერია გადაჭრა, მხოლოდ ის არის მკვლელი?
ლევან დადუნაშვილის დედა - დათო სარალიძის შემთხვევაში, რა გამოდის, ვინც არტერია გადაჭრა, მხოლოდ ის არის მკვლელი?

დათო სარალიძესთან დაკავშირებით რომ თქვეს, სასიკვდილო ჭრილობა კონკრეტულად არის არტერია, მე ამას არ დავეთანხმებოდი, რადგან 12 ჭრილობიდან არ შეიძლება, ერთი კონკრეტული გამოყო, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„არტერია არის ძალიან სწრაფი და შეიძლება მან დაასწრო, ეს ერთი, მეორეც, ე.ი. რა გამოდის, რომ ვინც არტერია გადაჭრა ის არის მარტო მკვლელი? ესეც არ მესმის, არ ვიცი, შეიძლება იურისტები ამას რაღაც სხვა თვალით უყურებთ, მე ვთვლი, რომ დათო სარალიძის მკვლელობა ეს ჯგუფური მკვლელობა“ – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი დაკავებულიდან არც ერთს არ დაუდასტურდა დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალეულობა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდს, გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.