ლევან ცუცქირიძემ გედევან ფოფხაძეს და მასთან ერთად მოშიმშილე რამდენიმე პირს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ფოფხაძე აცხადებს, რომ მეგობრებთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას
ლევან ცუცქირიძემ გედევან ფოფხაძეს და მასთან ერთად მოშიმშილე რამდენიმე პირს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ფოფხაძე აცხადებს, რომ მეგობრებთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას

პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, გედევან ფოფხაძეს და მასთან ერთად მოშიმშილე რამდენიმე პირს მოუწოდა, შიმშილობა შეწყვიტოს.

ლევან ცუცქირიძის თქმით, ეს ადამიანები ჯანმრთელი სჭირდებათ.

„პარლამენტთან შიმშილობენ ჩვენი თანამოქალაქეები. მინდა, მათ ბოდიში მოვუხადო, რადგან რასაც ვამბობ, მათთან არ შემითანხმებია. ჩვენ ეს ხალხი გვჭირდებიან ჯანმრთელები, ჩვენთან ერთად ბრძოლაში. ამიტომ მინდა, მათ პირადი თხოვნა გადავცე, რომ ჩვენ გავიგეთ მათი სათქმელი, მაგრამ ეს მთავრობა, ეს პარტია ამას ვერ გაიგებს. ამიტომ მინდა, ვთხოვო, გამოვიდნენ შიმშილობის რეჟიმიდან და დადგნენ ჩვენთან ერთად ამ ბრძოლაში. ჩვენ ისინი გვჭირდებიან ჯანმრთელები, ძლიერები და ბრძოლისუნარიანები“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

საპასუხოდ გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მეგობრებთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას.

„ამ პროტესტის ბედს ჩემს მეგობრებთან ერთად გადავწყვეტ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.