ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე საქართველოში ჩამოასვენეს

18:10, 25.01.2019

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე (ჯაკო) თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტიდან დღეს ჩამოასვენეს. აეროპორტში მისი ოჯახის წევრები და კოლეგები იმყოფებოდნენ.

ჟურნალისტის პანაშვიდი 26 იანვარს წყნეთში, გურამიშვილის N6-ში გაიმართება.

ლევან ჩხაიძეს კვირას, 27 იანვარს, 15:00 საათზე, ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში 21 იანვარს გარდაიცვალა.

მსგავსი