ლევან ჩილაჩავა „ტოპ 14“-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა [ვიდეო]
ლევან ჩილაჩავა „ტოპ 14“-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა [ვიდეო]

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მონპელიეს“ ბურჯი ლევან ჩილაჩავა „ტოპ 14“-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. სიმბოლური გუნდი პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა „ლეკიპმა“ (L’equipe) შეადგინა.

ქართველის კლუბმა „სტად ალტრადზე“ „გრენობლს“ უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით – 47:12 დაამარცხა. ლევან ჩილაჩავამ 48-ე წუთზე მეორე ტაიმის მეორე ლელო დადო და საკუთარ გუნდს გადამწყვეტი უპირატესობა მოუტანა. მატჩის პირველი ნახევარი ფრედ, 12:12 დასრულდა. ჩილაჩავამ მოედანი 54-ე წუთზე დატოვა.


23 ტურის შემდეგ, „მონპელიეს“ 57 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფება და მეექვსეადგილოსან „ლა როშელს“ ხუთი ქულით ჩამორჩება. რეგულარული სეზონის დასრულებამდე სამი ტური რჩება.