ლევან ჩაჩუა - „თბილისი პრაიდს“ ღონისძიებას არ ჩავატარებინებთ, ნახავთ როგორც
ლევან ჩაჩუა - „თბილისი პრაიდს“ ღონისძიებას არ ჩავატარებინებთ, ნახავთ როგორც

საზოგადოება შანტაჟში ჰყავს ამ ორგანიზაციას, არც სახელმწიფოს, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს, არც ეკლესიის და არც რიგითი მოქალაქეების აზრს და სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ასე ეხმაურება ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრე ლევან ჩაჩუა „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორთა გადაწყვეტილებას „ღირსების მარშის” ჩატარებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, აღნიშნულია ორგანიზაცია „30 ვერცხლის გამო მაინც ცდილობს, რომ ქვეყანაში მოახდინოს ესკალაცია და დაპირისპირება.”

ჩაჩუას განცხადებით, „თბილისი პრაიდს” ე.წ. ღირსების მარშის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.

„გამოწვევაა მათი მხრიდან ეს და ამ გამოწვევას ვიღებთ. ვერანაირ ღონისძიებას პრაიდის ფარგლებში მშვიდად ვერ ჩაატარებენ და ამას ვპირდებით.

გუშინ შსს-ში მკითხეს კომბლებზე, სად არის საწყობიო და ვუთხარი, რომ სხვენში არის კომბლესთან. რომელს ხედავთ აქ კომბლით?! არ ჩავატარებინებთ, ნახავთ როგორც. პოლიციის კორდონი არ გაირღვევა, ისე არ ჩავატარებინებთ, არ დაგვჭირდება გარღვევა. საზოგადოება ისე არის მობილიზებული და ერთსულოვანი, რომ ყველანაირად შევეცდებით, არ ჩავატარებინოთ. ფიზიკურ დაპირისპირებას არ ვაპირებთ, პრაიდი ვიცი მე ლომების და არა ქათმების, ამიტომ ქათმების პრაიდთან დაპირისპირებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ლევან ჩაჩუამ.

„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორთა განცხადებით, „მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში ძალაშია”.