ლევან ბეჟაშვილი - ვხედავთ, რომ ყველა ფასს იხდიან, რათა რუსული კანონი მიიღონ და პუტინის დავალება შეასრულონ, ჩვენ ვართ ყველგან, სადაც ეს კანონი იხილება
ლევან ბეჟაშვილი - ვხედავთ, რომ ყველა ფასს იხდიან, რათა რუსული კანონი მიიღონ და პუტინის დავალება შეასრულონ, ჩვენ ვართ ყველგან, სადაც ეს კანონი იხილება

მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არ იხილავს კანონპროექტს და ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს კანონი არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს, გაუგებარია, რა პროცედურებზეა საუბარი, ვხედავთ, რომ ყველა ფასს იხდიან, მათ შორის ყველაზე მძიმე პოლიტიკურ ფასს, რათა რუსული კანონი მიიღონ და პუტინის დავალება შეასრულონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არიან ყველგან, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტები იხილება.

„პარლამენტის წევრს სათათბირო ხმის უფლებით აქვს უფლება, შევიდეს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს. აქ საუბარი არ იყო პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე, საუბარი იყო დღის წესრიგთან დაკავშირებით, როგორი პროცედურული დარღვევით ხდება პარლამენტში რუსული კანონის მიღება, მაშინ როდესაც კომიტეტების სხდომები, პრაქტიკულად, არალეგიტიმური იყო და ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ოპოზიციის გამოდევნით ჩაატარეს კომიტეტები. მაშინ, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არ იხილავს ამ კანონპროექტს; მაშინ, როდესაც ასეთივე რედაქციის კანონთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ეს კანონი არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს, გაუგებარია, რა პროცედურებზეა საუბარი და ვხედავთ, რომ ყველა ფასს იხდიან, მათ შორის ყველაზე მძიმე პოლიტიკურ ფასს, რათა რუსული კანონი მიიღონ და პუტინის დავალება შეასრულონ. ჩვენ ვართ ყველგან, სადაც ეს კანონი იხილება, სადაც ამ კანონის მიღებას აპირებენ, გავაპროტესტებთ, რადგან დღეს საზოგადოება, 80 პროცენტი, ვისთვისაც ევროპული ღირებულებები და ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანია, დგას ამ კანონის არმიღების მოთხოვნით“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.