ლევან ბეჟაშვილი - უკრაინაში ვიზიტს ფასიც ეკარგება მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში ჩასვლაზე თავპატიჟი გამოიდო
ლევან ბეჟაშვილი - უკრაინაში ვიზიტს ფასიც ეკარგება მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში ჩასვლაზე თავპატიჟი გამოიდო

ამ ეტაპზე ვიზიტს ფასიც ეკარგება მაშინ, როცა მთელი მოლაპარაკება და თავპატიჟი გამოიდო „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში ჩასულიყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსგავს ვიზიტში მონაწილეობა შეიძლება, ფარისევლობაც იყოს.

„როცა ბუჩას ტრაგედია მოხდა და ევროპის ბევრი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე სოლიდარობის მიზნით უკრაინაში გაემგზავრა, „ქართულმა ოცნებამ“ გარჩევა მოუწყო ომის მდგომარეობაში მყოფ უკრაინულ მხარეს. ამ ეტაპზე ამ ვიზიტს ფასიც ეკარგება მაშინ, როცა მთელი მოლაპარაკება და თავპატიჟი გამოიდო „ქართულმა ოცნებამ“ ჩასულიყო უკრაინაში და თავისი მოვალეობა შეესრულებინა გმირულად მებრძოლი ხალხის მიმართ. ასეთ ვიზიტში მონაწილეობა ერთგვარად შეიძლება, ფარისევლობაც იყოს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.