ლევან ბეჟაშვილი - შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ უმრავლესობას შესაძლებლად მიაჩნია დოკუმენტზე ხელის მოწერა და განხილვებში შესვლა
ლევან ბეჟაშვილი - შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ უმრავლესობას შესაძლებლად მიაჩნია დოკუმენტზე ხელის მოწერა და განხილვებში შესვლა

შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობას შესაძლებლად მიაჩნია ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა და განხილვებში შესვლა. ამ განხილვებს და ამ ხელმოწერას უნდა დაესწროს თავისუფალი ნიკა მელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოზე საკმაოდ მკვეთრი გამოსვლები იყო და აზრთა სხვადასხვაობაც არსებობს.

„დოკუმენტი ტოვებს ძალიან დიდ სივრცეს იმისთვის, რომ ინტერპრეტაციები მოხდეს და შემდგომში კიდევ უფრო დიდი უთანხმოების საგანი გახდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალ გაგრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებთ. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობას შესაძლებლად მიაჩნია ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა და განხილვებში შესვლა. ამ განხილვებს და ამ ხელმოწერას უნდა დაესწროს თავისუფალი ნიკა მელია, რომელიც დღეს პოლიტდევნილი და პოლიტპატიმარია. სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო მოხდა მისი დაკავება. უნდა დატოვოს ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულება და მან უნდა მოაწეროს ხელი შეთანხმების შემთხვევაში ამ დოკუმენტს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.