ლევან ბეჟაშვილი - საზოგადოებას საკმაოდ ძლიერ გუნდს ვთავაზობთ, ზოგიერთი მათგანი პირველ ნაბიჯებს დგამს პოლიტიკაში, თუმცა მათ არ გაუჭირდებათ ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვება
ლევან ბეჟაშვილი - საზოგადოებას საკმაოდ ძლიერ გუნდს ვთავაზობთ, ზოგიერთი მათგანი პირველ ნაბიჯებს დგამს პოლიტიკაში, თუმცა მათ არ გაუჭირდებათ ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვება

საზოგადოებას საკმაოდ ძლიერ გუნდს ვთავაზობთ, ზოგიერთი მათგანი პირველ ნაბიჯებს დგამს პოლიტიკაში, თუმცა მათ არ გაუჭირდებათ ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვება, – ამის შესახებ გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განაცხადა.

„ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას საკმაოდ ძლიერ გუნდს, გამოცდილ გუნდს, რომელიც ცნობილია არის საზოგადოებისათვის. ზოგიერთი მათგანი პირველ ნაბიჯებს დგამს პოლიტიკაში, თუმცა მერწმუნეთ, რეგიონებში გვყავს ძლიერი გუნდი პარტიული სტრუქტურების სახით და მათ არ გაუჭირდებათ პოლიტიკაში შესვლა, სწრაფი ნაბიჯების გადადგმა და რაც მთავარია, ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვება. ჩვენ გვწამს და კვლევებიც ამას აჩვენებს, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელიც დაახლოებით 65%-ზე მეტი არის, დაუჭერს ძლიერ კანდიდატებს მხარს და ამით ჩვენ შევძლებთ საერთო ერთობით ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას“,-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.