ლევან ბეჟაშვილი - სავარაუდოდ გაზაფხულისთვის ჩატარდება პარტიის ყრილობა და ახალი თავმჯდომარის საკითხზე იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას
ლევან ბეჟაშვილი - სავარაუდოდ გაზაფხულისთვის ჩატარდება პარტიის ყრილობა და ახალი თავმჯდომარის საკითხზე იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას

ჩვენს პარტიას აქვს შესაბამისი რესურსი, რათა პარტიის თავმჯდომარეც აირჩიოს და გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც ვახორციელებთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძის გუშინდელი განცხადება ერთგვარი შოკი იყო პარტიისთვის, რადგან ამ ფორმით და ამ შინაარსის განცხადებას არავინ მოელოდა.

„ამ შემთხვევაში, პარტიისთვის პრიორიტეტულია, ჩავერთოთ და გავაგრძელოთ პარლამენტის ბოიკოტირება და ერთიან ოპოზიციასთან ერთად მოვძებნოთ საშუალებები, გზები, რომ პოლიტიკა შევქმნათ უკვე ქუჩაში და ქუჩიდან საზოგადოებასთან ერთად, ხელისუფლებაზე მოვახდინოთ ზეწოლა, რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. პარტიის ახალი თავმჯდომარის საკითხი, ჯერ არ განიხილება. ნებისმიერი ლიდერი შეიძლება იქნეს განხილული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ამ თანამდებობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარტიის ყრილობა, სავარაუდოდ გაზაფხულისთვის ჩატარდება პარტიის ყრილობა და შესაბამისი გადაწყვეტილება შემდგომ იქნება მიღებული. კონკრეტულად ლევან ვარშალომიძე იქნება, ხატია დეკანოიძე, ნიკა მელია თუ სხვა კანდიდატურები, ნებისმიერი შესაძლებელია განხილული იქნას პარტიის თავმჯდომარედ. ჩვენს პარტიას აქვს შესაბამისი რესურსი, რათა პარტიის თავმჯდომარეც აირჩიოს და გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც ვაგრძელებდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დატოვე კომენტარი