ლევან ბეჟაშვილი - საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინამ ოფიციალურად მიიწვია, ბუნებრივია, ისინი არიან და იქნებიან პასუხისმგებელი დელეგაციის უსაფრთხოებაზე
ლევან ბეჟაშვილი - საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინამ ოფიციალურად მიიწვია, ბუნებრივია, ისინი არიან და იქნებიან პასუხისმგებელი დელეგაციის უსაფრთხოებაზე

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინამ ოფიციალურად მიიწვია, ბუნებრივია, ისინი არიან პასუხისმგებელი და იქნებიან პასუხისმგებელი დელეგაციის უსაფრთხოებაზე, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მან კომენტარია გააკეთა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეული პროვოკაციების დაგეგმვისთვის არის მობილიზებული და ამის გამო თქვეს უარი უკრაინაში გამგზავრებაზე.

ბეჟაშვილის თქმით, გია ვოლსკის განცხადებას სერიოზულად ვერ აღიქვამს.

„მგონი, გია ვოლსკიმ და „ქართულმა ოცნებამ” უნდა დაანებონ თავი მიზეზების ძებნას და დაასრულოს ეს თემა. არ შეიძლება, მთელი ქვეყანა  ერთი კვირის განმავლობაში იხილავდეს იმას, დელეგაცია წავა თუ არა უკრაინაში სოლიდარობის გამოსახატად. უკვე ვიცით, რომ „ქართული ოცნება” ომში სოლიდარობას უკრაინას სათანადოდ არ უცხადებს, ეს ნაძალადევი ვიზიტი განახორციელონ და დაასრულონ. სერიოზულად ამ განცხადებას ვერ აღვიქვამთ.

პარლამენტის დელეგაცია უკრაინამ ოფიციალურად მიიწვია, ბუნებრივია, ისინი არიან პასუხისმგებელი და იქნებიან პასუხისმგებელი დელეგაციის უსაფრთხოებაზე. ამიტომ, ახლა ეს განცხადება უფრო მიზეზების ძებნას და თავის არიდების მცდელობას უფრო ჰგავს. სჯობს, დაასრულონ ეს დებატები, წავიდნენ, მოიხადონ თავის ვალი და გადავიდეთ პოლიტიკური ცხოვრების სხვა ეტაპზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.