ლევან ბეჟაშვილი - სამოქალაქო საზოგადოებამ და პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, მოთხოვნები შეასრულოს
ლევან ბეჟაშვილი - სამოქალაქო საზოგადოებამ და პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, მოთხოვნები შეასრულოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საპარლამენტო პროდასავლურმა ოპოზიციამ მოისმინა არასამთავრობო ორგანიზაციების 12 ნაბიჯი, ხედვა, როგორ უნდა მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რა კანონპროექტების მიღებაა აუცილებელი.

ბეჟაშვილის თქმით, ერთობლივი ძალისხმევით უნდა აიძულონ „ქართული ოცნება“, შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები.

„ეს ნაბიჯები ჩვენთვის ცნობილია. ბევრი მათგანი უკვე ინიცირებულია. ბევრი მათგანის ინიცირებაში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ საპარლამენტო დონეზე. მთავარია, სამოქალაქო საზოგადოების და პროდასავლური ოპოზიციის საქმიანობის კოორდინაცია ამ მიმართებით იყოს უნისონში, ვინაიდან ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ ეს მოთხოვნები შეასრულოს. შესაბამისად, ვუზრუნველყოთ კანდიდატის სტატუსის მიღება. ნაკლებია მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ ამ პუნქტებს შეასრულებს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საზოგადოების ერთსულოვანი მხარდაჭერა ამ მოთხოვნების შესრულებაში. ჩვენ ხალხის და ერთიანობის ძალა უნდა ვაჩვენოთ და ამ ერთიანობის ძალით ვაიძულოთ ხელისუფლება, მოთხოვნები შეასრულოს“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.