ლევან ბეჟაშვილი - „სამართლიანი არჩევნებისა“ და ცესკო-ს მონაცემებს შორის განსხვავება შესაძლოა, დიდი არ იყოს, მაგრამ ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ ოქმები კანონდარღვევით ჩასწორდა
ლევან ბეჟაშვილი - „სამართლიანი არჩევნებისა“ და ცესკო-ს მონაცემებს შორის განსხვავება შესაძლოა, დიდი არ იყოს, მაგრამ ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ ოქმები კანონდარღვევით ჩასწორდა

„სამართლიანი არჩევნების“ და ცეკო-ს მონაცემებს შორის განსხვავება შესაძლოა დიდი არ იყოს, მაგრამ ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ ოქმები კანონდარღვევით ჩასწორდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკო-მ დაუბალანესებელი ოქმები თვე-ნახვერის განმავლობაში კანონდარღვევით ჩაასწორა.

„კარგია, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ ხელახლა გადათვალა ოქმები და კვლავ დისბალანსური ოქმების რაოდენობა რვა პროცენტს შეადგენს. პოლიტიკური პარტიების სრული მონაცემებით, ბევრად უფრო მეტია. რა თქმა უნდა, შემდგომი მთელი თვე-ნახევრის განმავლობაში ცენტრალური საარჩევნო კომისია ოქმებს ასწორებდა და საბოლოო ჯამში, განსხვავება „სამართლიანი არჩევნების“ არჩევნების 0.4 პროცენტსა და ცესკო-ს ანალოგიურ მონაცემებს შორის შესაძლოა, დიდი არ იყოს, მაგრამ ჩვენ ვაპროტესტებთ იმ ფაქტს, რომ ოქმები რიგ შემთხვევებში კანონდარღვევით ჩასწორდა.სწორედ ამას ვამბობთ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასაც კი აღარ აქვს აზრი, რადგან მთელი თვე-ნახევრის განმავლობაში ეს ოქმები სწორდებოდა კანონდაღვევებით, თუ კანონის მოთხოვნების მოშველიებით“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.