ლევან ბეჟაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რომელიც დღეს ქვეყანაშია, სასამართლოსადმი ნდობა არა მარტო ინვესტორებს, საზოგადოებასაც არ აქვს
ლევან ბეჟაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რომელიც დღეს ქვეყანაშია, სასამართლოსადმი ნდობა არა მარტო ინვესტორებს, საზოგადოებასაც არ აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რომელიც დღეს ქვეყანაშია.

მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლებას ძირეული რეფორმა სჭირდება.

„სასამართლოსადმი ნდობა არა მარტო ინვესტორებს, არამედ ქართულ საზოგადოებასაც არ აქვს. ის ნაბიჯები, მოწოდებები, სწორედ სასამართლო ხელისუფლებაში კლანის სისტემის აღმოფხვრის კუთხით, „ქართული ოცნების“ მხრიდან არ სრულდება. ამიტომ ვამბობთ ჩვენც, რომ სასამართლო ხელისუფლებას სჭირდება ძირეული რეფორმირება. საკადრო ცვლილებებით კი არ უნდა შემოვიფარგლოთ, არამედ ვისაუბროთ სასამართლო ხელისუფლებაში ძირეული რეფორმების განხორციელებაზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები დადებითია, თუმცა არსებობს ნდობის მზარდი დანაკლისი სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ.