ლევან ბეჟაშვილი - საარჩევნო რეფორმა ნაკლებად ამბიციურია, საარჩევნო ადმინისტრაციის სრულფასოვან რეფორმაზე საუბარი ვერ იქნება
ლევან ბეჟაშვილი - საარჩევნო რეფორმა ნაკლებად ამბიციურია, საარჩევნო ადმინისტრაციის სრულფასოვან რეფორმაზე საუბარი ვერ იქნება

ნაკლებად არის ამბიციური საარჩევნო რეფორმა. თანამდებობაზე რჩება თამარ ჟვანია. ხელისუფლება კომისიის არც ერთი დამოუკიდებელი წევრის დანიშვნას არ აპირებს, კომისიის ძველი წევრები თავიანთ ფუნქციას ინარჩუნებენ. ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციის სრულფასოვან რეფორმაზე საუბარი ვერ იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „კარგია, თუ „საარჩევნო კოდექსში“ ისეთი ცვლილებები შევა, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების გაყალბების პრევენციას“.

„მნიშვნელოვანია, ელექტრონული არჩევნების შემოღება, სამაგიდო სიები ღია იყოს, რათა მონიტორინგი შევძლოთ, არჩევნებში მონაწილეობას ვინ იღებს, ეს პირად ინფორმაციას არ დაარღვევს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, შეიძლება, შესაძლებლობად მივიჩნიოთ, თუნდაც არსებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვოს და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.