ლევან ბეჟაშვილი - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა კრიტიკულია, ეს საფუძვლად უნდა დაედოს სტრასბურგში სარჩელს
ლევან ბეჟაშვილი - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა კრიტიკულია, ეს საფუძვლად უნდა დაედოს სტრასბურგში სარჩელს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა კრიტიკულია, რადგან ყველა მაჩვენებელი აჩვენებს, რომ უმძიმესი მდგომარეობაა.

ბეჟაშვილის თქმით, აღნიშნული დასკვნა საფუძვლად უნდა დაედოს სტრასბურგში სარჩელს.

ამასთან, როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დაუყოვნებლივი მოქმედება მართებს.

„სახალხო დამცველის კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ობიექტური დასკვნა დადო. ეს დასკვნა კრიტიკულია, რადგან პრაქტიკულად ყველა მაჩვენებელი აჩვენებს, რომ რეალურად უმძიმესი მდგომარეობაა. ხელისუფლებას დაუყოვნებლივი მოქმედება მართებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს დასკვნა საფუძვლად უნდა დაედოს სტრასბურგში სარჩელს, რადგან ევროსასამართლოსთვის ეს იქნება ღირებული დასკვნა, რომ კრიტიკულ ვითარებაში მიიღოს გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ბეჟაშვილმა.

სახალხო დამცველის აპარატმა „ვივამედში“ სახალხო დამცველის მიერ მოწვეული სპეციალისტების მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს გაავრცელა.