ლევან ბეჟაშვილი - სააკაშვილი ყოველთვის დარჩება ქართულ პოლიტიკაში, რადგან ის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელია, რა ფორმითაც არ უნდა იყოს, ყოველთვის იტყვის თავის სიტყვას
ლევან ბეჟაშვილი - სააკაშვილი ყოველთვის დარჩება ქართულ პოლიტიკაში, რადგან ის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელია, რა ფორმითაც არ უნდა იყოს, ყოველთვის იტყვის თავის სიტყვას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეხვდება და მისგან კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებენ ქართულ პოლიტიკაში მის დარჩენა-არდარჩენის საკითხზე.

მისივე თქმით, სააკაშვილი რა ფორმითაც არ უნდა იყოს, ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის იტყვის თავის სიტყვას.

„მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დარჩენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ის ინფორმაცია, რომელიც ოჯახის წევრების, ადვოკატების მხრიდან ვრცელდება, გასაგებია. ჩვენ ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. ჩვენი წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი პრეზიდენტს შეხვდება და კონკრეტულ ინფორმაციას მივიღებთ. მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის დარჩება ქართულ პოლიტიკაში, რადგან ის არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი და ბუნებრივია, რა ფორმითაც არ უნდა იყოს, ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის იტყვის თავის სიტყვას. ეს არის ჩემი პოზიცია, ჩვენი პოზიცია. ის უნდა გათავისუფლდეს და საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს, რადგან ამას მოითხოვს საერთაშორისო სტანდარტები, საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მიერ დადგენილი წესები და მიღებული კანონები. მის მიმართ განხორციელებული ქმედებები უტოლდება წამებასთან გათანაბრებულ მოქმედებებს და მის ჯანმრთელობას უკვე მიადგა  გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მკურნალობას, რისი საშუალებაც საქართველოს ტერიტორიაზე არ არის და ამ მოტივით უნდა გათავისუფლდეს. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დარჩება, თუ მის ინტერესს წარმოადგენს უკრაინული პოლიტიკა და ა.შ. ეს ცალკე, დამატებითი საკითხია. საერთაშორისო სტდანდარტები და საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს, რომ მას მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.