ლევან ბეჟაშვილი - რეკომენდაციებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცის გეგმა იქნება დამატებითი სტიმული, რომ „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ, წლის ბოლომდე ყველა საჭირო კანონპროექტი მივაღებინოთ
ლევან ბეჟაშვილი - რეკომენდაციებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიცის გეგმა იქნება დამატებითი სტიმული, რომ „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ, წლის ბოლომდე ყველა საჭირო კანონპროექტი მივაღებინოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეჯერებით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით განახლებულ გეგმას წარმოადგენს.

მისივე თქმით, ეს „ქართულ ოცნებას“ გადააზღვევს, რომ ცალკეულ საკითხებზე თავისებური ინტერპრეტაცია არ ჰქონდეთ.

როგორც ბეჟაშვილი ამბობს, ოპოზიციის გეგმა დამატებითი სტიმული და ინდიკატორი იქნება იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ წლის ბოლომდე ყველა საჭირო კანონპროექტი მიაღებინონ.

„საპარლამენტო ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეჯერებით წარმოადგენს განახლებულ გეგმას 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ეს „ქართულ ოცნებას“ გადააზღვევს, რომ ცალკეულ საკითხებზე თავისებური ინტერპრეტაცია არ გააკეთონ და ის კანონპროექტები იყოს მიღებული, რომლებიც რეკომენდაციებიდან გამომდინარეობს და ევროპელი პარტნიორების მოთხოვნას წარმოადგენს. ჩვენი შეჯერებული გეგმა დამატებითი სტიმული და ინდიკატორი იქნება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ, განიხილოს ეს საკითხები და მივაღებინოთ ყველა საჭირო კანონპროექტი წლის ბოლომდე. ალტერნატიული წინადადებები ინკლუზიურობას უზრუნველყოფს და „ქართული ოცნება“ ვალდებულია, ეს პროექტები განიხილოს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.