ლევან ბეჟაშვილი - ქოლცენტრების თემა მძიმე დანაშაულია, რომლის სქემაც წარმოუდგენელია, აეწყოს და განხორციელდეს საქართველოში ხელისუფლების მფარველობის და მონაწილეობის გარეშე
ლევან ბეჟაშვილი - ქოლცენტრების თემა მძიმე დანაშაულია, რომლის სქემაც წარმოუდგენელია, აეწყოს და განხორციელდეს საქართველოში ხელისუფლების მფარველობის და მონაწილეობის გარეშე

ქოლცენტრების თემა მძიმე დანაშაულია, რომლის სქემაც წარმოუდგენელია, აეწყოს და განხორციელდეს საქართველოში ხელისუფლების მფარველობისა და მონაწილეობის გარეშე, ბოლო პერიოდში არა ერთი მედიამტკიცებულება გავრცელდა, სადაც ფიგურირებენ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელები, მათ შორის დეპუტატები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „კეზერაშვილთან დაკავშირებით „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია აუცილებლად მოხვდება საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუციების მხედველობის არეში“.

„„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაც ფინანსდებოდა ქოლცენტრებიდნ შემოსული შემოსავლებით. ნებისმიერი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში მხარს დავუჭერ, რომელიც გამოავლენს ხელისუფლების დანაშაულებრივ და მფარველობის სქემებს ქოლცენტრების საერთაშორისო დანაშაულებრივ სისტემაში. კეზერაშვილთან დაკავშირებით „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია აუცილებლად მოხვდება საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუციების მხედველობის არეში. ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, მაგრამ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ვიცით, რომ საქართველოში ნებისმიერი ბიზნესის წარმოება, ჯიხურიც რომ გახსნათ, „ქართული ოცნების“ კონტროლის გარეშე არ ხდება. როდესაც საქართველოში ამ კრიმინალურ სქემაზეა საუბარი, პირდაპირ უნდა ვიგულისხმოთ, ეს სისტემა ხელისუფლების მიერაა ორგანიზებული. იქნება ეს „ფორმულას“ დაფინანსება თუ ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფინანსება – ეს გამჭვირვალე თანხებია. კანონმდებლობით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური 15 ათას დოლარზე ზემოთ ყველა ტრანზაქციას ამოწმებს დეტალურად. შეუძლებელია, რაიმე შავი ფულის ან არალეგალური ფულის მოძრაობა ამ სისტემებში. ეს გამორიცხულია და პოლიტიკური მანიპულაციები, რომ თურმე რაღაც დანაშაულის თანხებით ფინანსდება ტელევიზია თუ ოპოზიცია, არის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების მანიპულაცია, რომ თავი აარიდონ თავიანთ პირდაპირ თანამონაწილეობას ამ ქოლცენტრების საერთაშორისო დანაშაულებრივ სქემაში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.