ლევან ბეჟაშვილი - „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპონენტებს კაგებეშნიკური მეთოდებით ებრძვის
ლევან ბეჟაშვილი - „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპონენტებს კაგებეშნიკური მეთოდებით ებრძვის

ირაკლი კობახიძის განცხადება გიორგი გახარიას „კოკაინშიკობაზე“ დეზინფორმაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ნიმუშია, – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა გახარიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპონენტებს კაგებეშნიკური მეთოდებით ებრძვის.

„ქართული ოცნებისგან“ მიჩვეული ვართ, დეზინფორმაციის გავრცელების როგორი ხერხებით ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს, საზოგადოების ინტერესებს. კადრები და ის ინფორმაცია, თუ როგორ უსმენს უშიშროების სამსახური სასულიერო პირებს, ჟურნალისტებს, მასწავლებლებს, ნათელი მაგალითია, როგორი კაგებეშნიკური მეთოდებით მართავს „ქართული ოცნება“ ქვეყანას და როგორი კაგებეშნიკური მეთოდებით ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.