ლევან ბეჟაშვილი - „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის მთავარი უთანხმოების მიზეზია არა კონსტიტუციის დარღვევა, არამედ უკრაინასთან ურთიერთობა და დასავლეთში ევროინტეგრაცია
ლევან ბეჟაშვილი - „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის მთავარი უთანხმოების მიზეზია არა კონსტიტუციის დარღვევა, არამედ უკრაინასთან ურთიერთობა და დასავლეთში ევროინტეგრაცია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის მთავარი უთანხმოების მიზეზია უკრაინასთან ურთიერთობა და დასავლეთში ევროინტეგრაცია.

როგორც ბეჟაშვილი აცხადებს,  პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს უშლის.

„საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება არის ყურადღების გადატანის მცდელობა, რადგან „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის მთავარი უთანხმოების მიზეზია არა კონსტიტუციის დარღვევა, არამედ უკრაინასთან ურთიერთობა და დასავლეთში ევროინტეგრაცია. მაშინ, როცა პრეზიდენტი ევროპულ ქვეყნებში უნდა წასულიყო და საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციის საკითხი ევროპელ ლიდერებთან უნდა განეხილა, ამ დროს პრემიერ-მინისტრმა გაბედა და მას ვიზიტის საშუალება არ მისცა, რითაც კონსტიტუცია დაარღვია და პრეზიდენტს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს უშლის, ამავე დროს, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ეს არის განსახილველი და არა ის, პრეზიდენტმა დაარღვია თუ არა კონსტიტუცია“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.