ლევან ბეჟაშვილი - „ქართულ ოცნებას“ განზრახული აქვს ევროპული პარტიების გაუქმება ანტიკონსტიტუციური კანონებით, ბრძოლა გაგრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროსასამართლოში
ლევან ბეჟაშვილი - „ქართულ ოცნებას“ განზრახული აქვს ევროპული პარტიების გაუქმება ანტიკონსტიტუციური კანონებით, ბრძოლა გაგრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროსასამართლოში

„ქართულ ოცნებას“ განზრახული აქვს ევროპული პარტიების  გაუქმება ანტიკონსტიტიციური კანონებით, რომლებიც საგანგებოდ ამ რუსული პოლიტიკური დაკვეთისთვის მიიღი ერთპარტიულმა პარლამენტმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, დღეს „ქართული იცნება“ თავად არღვევს კონსტიტუციურ წესწყობილებას.

„„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესებს. „ქართული ოცნება“ წარმოადგენს ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც არჩევნების გაყალბებით მიიტაცა ხელისუფლება და კონსტიტუციის უხეში ხელყოფით ქვეყანაში შექმნა ანტიდემოკრატიული რეჟიმი, მოახდინა ხელისუფლების ერთპარტიული უზურპაცია და შეცვალა კონატიტუციური წესწყობილება. „ოცნებას“ განზრახული აქვს ევროპული პარტიების გაუქმება ანტიკონსტიტიციური კანონებით, რომლებიც საგანგებოდ ამ რუსული პოლიტიკური დაკვეთისთვის მიიღო ერთპარტიულმა პარლამენტმა. ანტიკონსტიტუციური „ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული კანონების გასაჩივრება ხდება დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში. მიღებული არის კანონი, რომლითაც პოლიტიკური პარტიების გამარტივებული წესით აკრძალვა და ამ მიზნისთვის შემჭიდროებული ვადების დაწესება ხდება. დაწესებული არის ცხრათვიანი და შემდეგ კიდევ უფრო ბრუტალური ვადა, 14-დღიან ვადაში შეუძლია „ოცნებას“, გააუქმოს პოლიტილური პარტია. ასეთ საფუძველს არ იცნობს კონსტიტუცია და მხოლოდ „ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთის შემადგენელი ნაწილია. ამიტომ ისიც უნდა გაუქმდეს. ანტიკონსტიტუციურია პარტიასთან დაკავშირებული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. ეს დებულება ლახავს მეორე თავის უფლებებს. დაკავშირებულ პირებში შეიძლება მოიაზრებოდეს ადამიანი, რომელიც შეიძლება, პოლიტიკური ლიდერის ოჯახის წევრი იყოს, შემოწირულობა ჰქონდეს გაკეთებული ან უბრალოდ მხარდამჭერი იყოს და მხოლოდ „ოცნების“ შეხედულების მიხედვით მოხდება ამ ადამიანებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. რაც მთავარია, ამ პოლიტიკური საქმიანობის არძალავა მოხდება სამუდამოდ, რაც ასევე ანტიკონსტიტუციური პრინციპია. მოგეხსენებათ, სისხლის სამართალში ყველაზე მძიმე პასუხისმგებლობის ფორმის დროსაც კი უფლებების შეზღუდვა გარკვეული ვადით არის დაწესებული. ამასთან, საკონსტიტუციო გასაჩივრების შესაძლებლობა ეძლევა პოლიტიკურ პარტიას საკუთარი კონსტიტუციური უფლების დაცვის რეალიზაციისთვის. მის მიერ კონსტიტუციური სარჩელის განხილვაც ფიზიკურად შეუძლებელი შეიძლება გახდეს, თუ არაკონსტიტუციური დებულების საფუძველზე აიკრძალა პოლიტიკური პარტია. ერთი სიტყვით, დღეს „ქართული იცნება“ თავად არღვევს კონსტიტუციურ წესწყობილებას. ეს ბრძოლა გაგრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოში და, ბუნებრივია, ევროსასამართლოში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.