ლევან ბეჟაშვილი - პროდასავლური ოპოზიცია აპირებს ჩართვას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში, იქნება ეს კომიტეტის სხდომა, ბიუროს სხდომა თუ პლენარული სხდომა
ლევან ბეჟაშვილი - პროდასავლური ოპოზიცია აპირებს ჩართვას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში, იქნება ეს კომიტეტის სხდომა, ბიუროს სხდომა თუ პლენარული სხდომა

პროდასავლური ოპოზიცია ბუნებრივია, აპირებს ჩართვას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში, ყველა შესაძლო საპარლამენტო ოფიციალურ ფორმატში, იქნება ეს კომიტეტის სხდომა, ბიუროს სხდომა თუ პლენარული სხდომა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, მისი პარტია არაფორმალურ ფორმატებში მონაწილეობას არ მიიღებს, რაც თავიდანვე გაცხადდა.

„სამწუხაროდ, რიგგარეშე სესიის მოთხოვნა უგულვებელყო „ქართულმა ოცნებამ“ და მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას, მაგრამ საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს მოუწევს შეკრება და მოუწევს ყველა პუნქტთან დაკავშირებით საკითხის განხილვა, მათ შორის ჩვენი ინიციატივების განხილვაც. ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ზეწოლით შევძლებთ, რომ 12-პუნქტიანი გეგმა შევასრულებინოთ, თუ არადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ამ შემოდგომაზე აუცილებლად დადგება. პარლამენტში არის ბიუროს სხდომა, კომიტეტის სხდომა, პლენარული სხდომა და ყველა ამ სხდომებში მივიღებთ მონაწილეობას, ეს ითქვა თავიდანვე და ამას ვამბობთ ახლაც. არაფორმალურ ფორმატებში არ ვღებულობთ მონაწილეობას და თავიდანვე შევთავაზეთ რიგგარეშე სესიის სახით, საკომიტეტო მოსმენების სახით, ბიუროს სახით პროცესში ჩართვა. ეს ჩვეულებრივია და თავიდანვე გაცხადდა. საშემოდგომო სესიაზე საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მოგვიწევს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით ყველა კანონპროექტის განხილვა, მათ შორის ჩვენი ინიცირებით“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.