ლევან ბეჟაშვილი - პრეზიდენტი კონკრეტულ მოქმედებებზე უნდა გადავიდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ფასი მის განცხადებებს
ლევან ბეჟაშვილი - პრეზიდენტი კონკრეტულ მოქმედებებზე უნდა გადავიდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ფასი მის განცხადებებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის პოლიტიკურ ბულინგსა და შანტაჟს ცდილობს.

მისივე თქმით, სალომე ზურაიშვილი აქტიური განცხადებებიდან კონკრეტულ მოქმედებებზე უნდა გადავიდეს.

„ეს არის მორიგი განცხადება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რითიც ისინი ცდილობენ, პრეზიდენტის პოლიტიკური ბულინგი და შანტაჟი მოახდინონ. ხან ასეთ განცხადებებს ავრცელებენ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან. ბუნებრივია, ამის მიზანია, პრეზიდენტმა კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგას საკონსტიტუციო უფლებამოსილების განსახორციელებლად და ევროპული პერსპექტივის მიმართულებით ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსის აღსადგენად.

პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს შანტაჟის ველიდან და აქტიური განცხადებებიდან კონკრეტულ მოქმედებებზე გადავიდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ფასი მის განცხადებებს. ვფიქრობ, პრეზიდენტი უნდა გადავიდეს კონკრეტულ ქმედებებზე და ეს შესაბამისობაში უნდა იყოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივასთან დაახლოებასთან. უფრო კონკრეტულად კი, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს.  ეს აღადგენს პოლიტიკურ ბალანსს ევროპული პერსპექტივის მიმართულებით, იმავდროულად, საქართველოს დააახლოებს 12 რეკომენდაციის შესრულებასთან. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტისას ვალდებულია, გააკეთოს ის განცხადებები, რომლებიც ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარეობს. იმავდროულად, აჩვენოს თავისი ძალისხმევა, მოქმედებები და არა მხოლოდ განცხადებები, კონკრეტულად ის რას აკეთებს, რათა საქართველომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება უზრუნველყოს და ქვეყანა ევროპულ პერსპექტივას დაუახლოვდეს. მისგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.