ლევან ბეჟაშვილი - პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ რომ ალეკო ელისაშვილს პარლამენტში შესვლას მოსთხოვდნენ, გუშინვე დადასტურდა
ლევან ბეჟაშვილი - პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ რომ ალეკო ელისაშვილს პარლამენტში შესვლას მოსთხოვდნენ, გუშინვე დადასტურდა

მოლოდონი, რომ ელისაშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდის შემდეგ, პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ მას მოსთხოვდნენ პარლამენტში შესვლას, იმთავითვე იყო, ეს გუშინვე დადასტურდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების მთავარი საკითხი კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა უნდა იყოს.

„გუშინდელი განცხადება, გათავისუფლებული პოლიტპატიმრებისა, ნათლად მიუთითებს, რომ არ შეიძლება ამ ღირებულებებით, ადამიანების დაჭერით ვაჭრობა. ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის ხელახალი არჩევნების დანიშვნა კვლავ მოლაპარაკების მთავარი თემა უნდა იყოს “, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.