ლევან ბეჟაშვილი - პარტიებს შიგნით რაიმე თანამდებობრივ გადანაწილებაზე ახლა მსჯელობა უკიდურესად არაპოპულარულია, დასახელებულ კანდიდატურებს სერიოზულად არ განვიხილავთ
ლევან ბეჟაშვილი - პარტიებს შიგნით რაიმე თანამდებობრივ გადანაწილებაზე ახლა მსჯელობა უკიდურესად არაპოპულარულია, დასახელებულ კანდიდატურებს სერიოზულად არ განვიხილავთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე პარტიებს შიგნით რაიმე თანამდებობრივ გადანაწილებაზე მსჯელობა უკიდურესად არაპოპულარულია.

„საზოგადოებას სხვა მოლოდინი აქვს ამ არჩევნებისა და ოპოზიციური პარტიების მიმართ. როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, სერიოზულად არ განვიხილავთ ამ კანდიდატურებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გავიდეთ ხალხში, გავერკვიოთ მათ პრობლემებში და კრიზისიდან გამოყვანის კარგი სტრატეგია შევთავაზოთ“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, არჩევნების შემდეგ პარლამენტში პარტიების პოლიტიკური განლაგება მისცემთ საშუალებას, ამა თუ იმ პოლიტიკურ პატიასთან  კოალიციებზე იმსჯელონ.

„მთავრ ოპოზიციურ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეყოლება თავისი კადიდატი, თავისი კადიდატურები შესაბამის საპასუხისმგებლო მიმართულებებზე და არჩევნების შემდგომ უკვე ამომრჩეველი გადწყვეტს, ვის ანდოს მომავალი ხელისუფლება“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გიგა ბოკერიას პრემიერობა თავად სურს, მაშინ, როცა ამბობდა, რომ თანამდებობებზე საუბრის დრო არ იყო.

„სანამ არ „ამოვაღერღინე“ თავად ბოკერიას, რომ პრემიერის „სკამი “ თავად სურს, ვერ თუ არ გაიგო „ზოგიერთმა“,- დაწერა ჩარკვიანმა.