ლევან ბეჟაშვილი - ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ ვაპირებთ გაყალბებულ პარლამენტში მონაწილეობას, ეს არ არის პოლიტიკური ახირება, ეს არის ჩვენი ამომრჩევლის მოთხოვნა
ლევან ბეჟაშვილი - ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ ვაპირებთ გაყალბებულ პარლამენტში მონაწილეობას, ეს არ არის პოლიტიკური ახირება, ეს არის ჩვენი ამომრჩევლის მოთხოვნა

ხელისუფლებას ამ პირობებში უნდა მოუწიოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, ან ისინი აკმაყოფილებენ არა პოლიტიკური პარტიების, არამედ ხალხის მოთხოვნას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ან იქნება ერთპარტიულ პარლამენტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის პროცესს, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის იმთავითვე ცნობილი იყო ოპოზიციის წარმომადგენელთა პოზიცია.

„ხელისუფლებისთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ჩვენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ ვაპირებთ გაყალბებულ პარლამენტში მონაწილეობას და ერთპარტიულ პარლამენტში ვერ ვიფუნქციონირებთ. ეს არის ჩვენი ამომრჩევლის მოთხოვნა. ეს არ არის ჩვენი პოლიტიკური ახირება. ეს არის ჩვენი ამომრჩევლის კატეგორიული მოთხოვნა. ამიტომ ხელისუფლებას ამ პირობებში უნდა მოუწიოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. ან ისინი აკმაყოფილებენ არა პოლიტიკური პარტიების მოთხოვნას, არამედ ხალხის მოთხოვნას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ან არადა, იქნება ერთპარტიულ პარლამენტი, რომელსაც თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური შედეგებიც მოჰყვება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.