ლევან ბეჟაშვილი - ოპოზიცია ვეძებთ ერთმანეთთან გაერთიანების გზებს და არა უხერხულობების გარჩევას
ლევან ბეჟაშვილი - ოპოზიცია ვეძებთ ერთმანეთთან გაერთიანების გზებს და არა უხერხულობების გარჩევას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პოლიტიკურმა პარტიებმა საზოგადოების დაკვეთა უნდა შეასრულონ.

როგორც ბეჟაშვილმა განაცხადა, ახლა ოპოზიციამ გამაერთიანებელი უნდა იპოვოს.

„პოლიტიკურ პროცესში არის ის, რომ ჩვენ ერთმანეთის მიმართ უხერხულობები კი არ ვეძებოთ, არამედ ვეძებოთ ის, რა გაგვაერთიანებს იმ დიდი მიზნის გარშემო, რასაც საზოგადოება უკვეთავს პოლიტიკურ პარტიებს. ეს დიდი მიზანი ჩვენს საზოგადოებაში არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. ამიტომ, ჩვენ ვეძებთ ერთმანეთთან გაერთიანების გზებს და არა უხერხულობების გარჩევას“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.