ლევან ბეჟაშვილი - ნატო-სა და დასავლეთში უნდა იცოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს არ წარმოადგენს, შეხვედრა შეხვედრისთვის არაფრის მომცემია
ლევან ბეჟაშვილი - ნატო-სა და დასავლეთში უნდა იცოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს არ წარმოადგენს, შეხვედრა შეხვედრისთვის არაფრის მომცემია

სამწუხაროა, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და „ქართული ოცნების“ ინტერესები გაყოფილია, რაც ყველაზე ნათლად წარმოაჩინა სწორედ სანქციებისა და უკრაინის სოლიდარობის თემამ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პირველ არხს  განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი ბუნება მაშინ ვლინდება, როცა ისინი ქართველი ხალხის ინტერესებს არ წარმოადგენდნენ უკრაინის სოლიდარობის დროს.

„ბუნებრივია, დასავლელმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ დღეს, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს არ წარმოადგენს და სულ მალე ქართველი ხალხის ძალისხმევით ხელისუფლებაში ის ძალა იქნება, ვინც სახელმწიფო ინტერესებს წარმოადგენს. „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი ბუნება მაშინ ვლინდება, როცა ისინი ქართველი ხალხის ინტერესებს არ წარმოადგენდნენ უკრაინის სოლიდარობის დროს, არ იცავენ სანქციებს და პრაქტიკულად, რუსეთს საქართველოში ხავერდოვან პირობებს უქმნიან, ბიზნესთან თანამშრომლობენ. ნატო-სა და დასავლეთში უნდა იცოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს არ წარმოადგენს. შეხვედრა- შეხვედრისთვის არაფრის მომცემია, შესაბამისად, შედგებოდა თუ არა, არაფრის მომცემია“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.