ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება პატარა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას, შესაძლებელია ხელისუფლების წინააღმდეგ საერთო სტრატეგიის დადება
ლევან ბეჟაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება პატარა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას, შესაძლებელია ხელისუფლების წინააღმდეგ საერთო სტრატეგიის დადება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“​ პატარა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას მიესალმება.

როგორც ბეჟაშვილი აღნიშნავს, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება და ხელისუფლების წინააღმდეგ საერთო სტრატეგიის დადება შესაძლებელია.

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, მიესალმება პატარა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას. მნიშვნელოვანია, იყვნენ სხვა ძლიერი პარტიები, რომლებიც სხვადასხვა ელექტორალურ სეგმენტზე გავლენ. მათ გაერთიანებასა და საერთო თანამშრომლობას ყველანაირად წავახალისებთ. ფაქტია, ქვეყანა მზად არის იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დემონტაჟი მოახდინოს. შესაძლებელია, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება და ხელისუფლების წინააღმდეგ საერთო სტრატეგიის დადება“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებელმა“, „დროამ“ და პარტიამ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ერთობლივი განცხადება გუშინ გაავრცელეს.