ლევან ბეჟაშვილი - მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენოს სულისკვეთება, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს საშუალება მიეცემათ სახალხო დამცველის კანდიდატურა პროფესიონალიზმის კრიტერიუმით შეარჩიონ
ლევან ბეჟაშვილი - მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენოს სულისკვეთება, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს საშუალება მიეცემათ სახალხო დამცველის კანდიდატურა პროფესიონალიზმის კრიტერიუმით შეარჩიონ

მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენოს სულისკვეთება, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს საშუალება მიეცემათ სახალხო დამცველის კანდიდატურა პროფესიონალიზმისა და ობიექტურობის კრიტერიუმებით შეარჩიონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

„სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე პარლამენტში დღევანდელი შეხვედრა დაეთმობა სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურაზე ორგანიზაციულ საკითხებს. მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენოს სულისკვეთება, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს საშუალება მიეცემათ, შეარჩიონ სახალხო დამცველის კანდიდატურა პროფესიონალიზმისა და ობიექტურობის კრიტერიუმებით. იმედია, „ქართული ოცნება“ მანიპულირებას არ დაიწყებს მიღებული კანონით.

დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იქნება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების პროექტზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს პროცედურები, ვადები, კონკურსის წესი და ალბათ, საუბარი შემფასებელი ჯგუფის დაკომპლექტების პრინციპებზე იქნება. ამ ბრძანების შემდეგ დაიწყება კონკრეტული პროცედურები სახალხო დამცველის შერჩევის მიზნით“,- აღნიშნა ბეჟაშვილმა.