ლევან ბეჟაშვილი - მნიშვნელოვანია, არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და დაბალი ბარიერით ჩატარდეს, რათა ყველა პარტიას ჰქონდეს მონაწილეობის საშუალება
ლევან ბეჟაშვილი - მნიშვნელოვანია, არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და დაბალი ბარიერით ჩატარდეს, რათა ყველა პარტიას ჰქონდეს მონაწილეობის საშუალება

მოსალოდნელი იყო, რომ „ქართული ოცნება“ თავის დაპირებას არ შეასრულებდა და საკონსტიტუციო ცვლილებები შეცვლილია შემოტანილი. „ქართული ოცნება“ არ აპირებს, გენერალური პროკურორის არჩევაზე პროცედურა კიდევ უფრო დაამძიმოს და კონსენსუსით იყოს საკითხი გადაწყვეტილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივას მხარს აუცილებლად დაუჭერს, რადგან მნიშვნელოვანია, არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და დაბალი ბარიერით ჩატარდეს, რათა ყველა პარტიას ჰქონდეს მონაწილეობის საშუალება.

„ახალი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული პარლამენტი შემდეგ შეძლებს ისეთი ცვლილებების მიღებას, რაც მართლმსაჯულებასა და პროკურატურას ჭეშმარიტი დემოკრატიის გზაზე დააყენებს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი და არსებითია სრულად პროპორციული სისტემის ამოქმედება“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.