ლევან ბეჟაშვილი – მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, ვამბობთ, რომ ამნისტიის კანონი შარლ მიშელის დოკუმენტს არ შეესაბამება და მესამე მოსმენით მხარს არ დავუჭერთ

14:00, 06.09.2021

შარლ მიშელის შეთანხმების თავდაპირველი ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებიც კი აკრიტიკებდნენ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს და ინტერპრეტაციას ჰქონდა „ქართული ოცნების“ მხრიდან ადგილი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტიის კანონი შარლ მიშელის დოკუმენტს არ შეესაბამება.

„შეთანხმებით ეს კანონი სამოქალაქო აქტივისტებზე უნდა გავრცელებულიყო, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელ პირებზე ვრცელდება, სწორედ ეს არის უთანხმოების მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, ვამბობთ, რომ ეს კანონი შარლ მიშელის დოკუმენტს არ შეესაბამება და მესამე მოსმენით მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მსგავსი