ლევან ბეჟაშვილი – მისასალმებელია, რომ გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ პოზიცია შეიცვალა
მისასალმებელია, რომ გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ პოზიცია შეიცვალა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, ეს საკითხი შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარეობდა.
„მისასალმებელია, რომ გენერალური პროკურორის არჩევის წესთან „ქართულმა ოცნებამ“ პოზიცია შეიცვალა, იმავდროულად გასათვალისწინებელია, რომ ეს საკითხი შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარეობდა და არ უნდა განვიხილოთ ამოგლეჯილად. ბარიერის დაწევა იქნება, საკონსტიტუციო ცვლილებები თუ გენპროკურორის არჩევის წესი, ერთობლიობაში უნდა განვიხილოთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.