ლევან ბეჟაშვილი - ისეთი გეოპოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, სადაც დასავლელი პარტნიორები უფრო მეტს ლაპარაკობენ საქართველოს უსაფრთხოებაზე, ამ ფონზე კი, საქართველოს მთავრობა დუმს
ლევან ბეჟაშვილი - ისეთი გეოპოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, სადაც დასავლელი პარტნიორები უფრო მეტს ლაპარაკობენ საქართველოს უსაფრთხოებაზე, ამ ფონზე კი, საქართველოს მთავრობა დუმს

ისეთი გეოპოლიტიკური ვითარებაა შექმნილი, სადაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები უფრო მეტს ლაპარაკობენ საქართველოს უსაფრთხოებაზე და რუსეთს მოუწოდებენ, სამხედრო ძალები გაიყვანონ ლუგანსკიდან, დონეცკიდან, საქართველოდან, ამ ფონზე კი, საქართველოს მთავრობა დუმს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, რომელიც პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტის ჩასვლა სწორედ ამ ჭრილში უნდა იყოს განხილული.

„გაუგებარია, საქართველოს მთავრობის პოზიცია. ისინი არ ახმოვანებენ საქართველოს ინტერესებს. ეს მაშინ, როცა მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას და უკრაინასთან ერთად საქართველოს უსაფრთხოებას მოიაზრებენ. ვხედავთ, რომ ამ ფონზე საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად პასიურია“, – აცხადებს ბეჟაშვილი.