ლევან ბეჟაშვილი - გაუმართლებელია ტენდენცია, რომ პარტიიდან წასვლის შემდეგ იწყებ პარტიის კრიტიკას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი ჩრდილოვანი მმართველობა არ არის
ლევან ბეჟაშვილი - გაუმართლებელია ტენდენცია, რომ პარტიიდან წასვლის შემდეგ იწყებ პარტიის კრიტიკას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი ჩრდილოვანი მმართველობა არ არის

ტრენდი და ტენდენცია, რომ პარტიიდან წასვლის შემდეგ იწყებ პარტიის კრიტიკას, მიუღებელი, გაუმართლებელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ბეჟაშვილი გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის ფეისბუქპოსტს, სადაც გოცირიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პრობლემა, შეცდომების მთავარი მიზეზი ყოველთვის იყო ის, რომ გადაწყვეტილებები არასდროს მიიღებოდა პარტიაში.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, ახლა ასეთი განცხადებების დრო არ არის.

„პარტიაში არანაირი ჩრდილოვანი მმართველობა არ არის, მით უმეტეს, რიგგარეშე სხდომის საკითხი იყო გაუგებრობა. ამიტომ ასეთი განცხადებების დრო არ არის და იმ საქმით უნდა დავკავდეთ, რასაც საპარლამენტო მანდატი გვავალებს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.