ლევან ბეჟაშვილი – ევროკავშირის განცხადება იყო პირდაპირი მოთხოვნა, რომ პრემიერ-მინისტრმა და ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებმა 5 ივლისის მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ

17:23, 15.07.2021

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელების განცხადება იყო პირდაპირი მოთხოვნა, რომ პრემიერ-მინისტრმა და ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებმა 5 ივლისის მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

„ევროკავშირის დღევანდელი განცხადება იყო პირდაპირი, დიპლომატიური შეტევა და მოთხოვნა, რომ პრემიერ-მინისტრმა და ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ასეთი ტიპის მთავრობასთან ურთიერთობას არავინ აპირებს. შესაბამისად, მათი ვალდებულებაა, ქვეყნის ინტერესები დააყენონ წინ, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან გადადგნენ“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

საქართველოში აკრედიტებულმა ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებმა საქართველოს მთავრობას 5 ივლისის მოვლენებსა და შემდგომ რეაგირებასთან დაკავშირებით წერილით მიმართეს.

მსგავსი