ლევან ბეჟაშვილი - ელჩები ჩართულები არიან მოლაპარაკებების პროცესში, ამიტომ ვალდებულები არიან, უზრუნველყონ, რომ ხელისუფლება პოლიტპატიმრების თემებით ოპოზიციასთან აღარ ვაჭრობდეს
ლევან ბეჟაშვილი - ელჩები ჩართულები არიან მოლაპარაკებების პროცესში, ამიტომ ვალდებულები არიან, უზრუნველყონ, რომ ხელისუფლება პოლიტპატიმრების თემებით ოპოზიციასთან აღარ ვაჭრობდეს

ელჩები ჩართულები არიან მოლაპარაკებების პროცესში, ამიტომ ისინი ვალდებულები არიან, უზრუნველყონ, რომ ხელისუფლება პოლიტპატიმრების თემებით ოპოზიციასთან აღარ ვაჭრობდეს , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩების ფასილიტატორობით პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არჩევნებამდეც მიმდინარეობდა.

„სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ელჩები ცდილობენ მოლაპარაკებებით ვითარების განმუხტვას, მაგრამ მოლაპარაკებები ვერ შედგება მთავარ კონსტიტუციურ ღირებულებებე, რომელიც ამ ქვეყანაში საქართველოს მოსახლეობამ მთელი 30-წლიანი დამოუკიდებლობის პირობებში მოიპოვა. ეს არის მთავარი უფლება ხალხის, რომ იყოს ხელისუფლების წყარო. როდესაც არჩევნებს გვართმევენ, ჩვენ გვაქვს უფლება, დავიცვათ ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესები.

ელჩების ფასილიტაციით პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, ეს ხდებოდა არჩევნებამდე პერიოდშიც, არჩევნების პერიოდშიც და არჩევნების შემდეგაც და ფაქტია, პოლიტპატიმრების თემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკების საგანი არის სახელისუფლებო და ოპოზიციის ძალებს შორის. ამიტომ ელჩებმა აიღეს ეს პასუხისმგებლობა, რომ ამ თემებთან მიმართებით შეთანხმებას მიაღწიონ. ფაქტია, ამ თემებთან დაკავშირებით ყოველ ჯერზე ირღვევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან. ელჩები ჩართულები არიან მოლაპარაკებების პროცესში და ამიტომ ისინი ვალდებულები არიან, ეს თემა დროულად დაამთავრონ და უზრუნველყონ, რომ ხელისუფლება აღარ ვაჭრობდეს პოლიტპატიმრების თემებით ოპოზიციასთან“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.