ლევან ბეჟაშვილი - არჩევნები მოახლოვდა და ცესკო-მ დაიწყო თავისი ბნელი საქმეების კეთება, „ქართული ოცნებისთვის“ კოჭების გაგორება
ლევან ბეჟაშვილი - არჩევნები მოახლოვდა და ცესკო-მ დაიწყო თავისი ბნელი საქმეების კეთება, „ქართული ოცნებისთვის“ კოჭების გაგორება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგლამენტში ისეთი ცვილებების შეტანა სურს, რომლითაც საუბნო- საარჩევნო კომისიების წევრები აღარ იქნებიან ვალდებულნი, დაესწრონ კომისიის სხდომებს და მის საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა.

„მოახლოვდა არჩევნები და ცესკო-მ დაიწყო თავისი ბნელი საქმეების კეთება და „ქართული ოცნებისთვის“ კოჭების გაგორება.

დღეს ცესკო-ს განზრახული აქვს რეგლამენტში ცვილებების შეტანა, და პრაქტიკულად თუ საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრებს ჰქონდათ ვალდებულება, დასწრებოდნენ კომისიის სხდომებს და კომისიის საქმიანობაში მიეღოთ მონაწილეობა, ეს უფლებამოსილება მოეხსნებათ

პრაქტიკულად შეუძლიათ, საუბნო კომისიის წევრებმა იმოქმედონ არჩევნების პერიოდში“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ამასთან, ბეჟაშვილის თქმით, საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ეძლევა უფლება, ფუნქციები კომისიის მდივნის, რომელიც არის კოლეგიალური ორგანოს მიერ არჩეული, გადააბაროს ტექნიკურ პერსონალს ან კომიისის წევრს, რომელიც ასევე უმრავლესობიდან იქნება დანიშნული.

„რაც მთავარია, ყველაფერი ეს ხდება ფარულად, არც პოლიტიკურმა პარტიებმა, არც სადამკვირვებლოებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ, ფარულად ხდებოდა ამის მიღება. ჩვენ მოვითხოვთ ამ პროექტის განხილვის გადადებას,  ყველა პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ამ დებულების შეთანხებას და შემდეგ მიღებას“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.