ლევან ბეჟაშვილი - არ ვფიქრობ, რომ კეზერაშვილი პოლიტიკაში რაიმე ფორმით არის ჩართული, ამის შესახებ არგუმენტები არ მაქვს
ლევან ბეჟაშვილი - არ ვფიქრობ, რომ კეზერაშვილი პოლიტიკაში რაიმე ფორმით არის ჩართული, ამის შესახებ არგუმენტები არ მაქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ დავით კეზერაშვილი ქართულ პოლიტიკაში ჩართული არ არის.

ბეჟაშვილმა კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას მიერ საქართველოს პირველი არხის ეთერში გაკეთებულ გუშინდელ  განცხადებაზე, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, არ აქვს არგუმენტები იმისა, რომ კეზერაშვილი პოლიტიკაში რაიმე ფორმით არის ჩართული.

„არ ვფიქრობ, რომ კეზერაშვილი პოლიტიკაში რაიმე ფორმით არის ჩართული. ამიტომ ჩემი კომენტარი მოკრძალებული იქნება. არ მაქვს იმის არგუმენტები და საფუძვლები, რომ კეზერაშვილი რაიმე ფორმით ჩართულია ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.