ლევან ბეჟაშვილი - არ ვაპირებთ უკანდახევას, ჩვენ მიღმა დგას საზოგადოების მოთხოვნა, რომ კრიზისი გადაწყდეს ახალი საპარლამენტო არჩევნებით
ლევან ბეჟაშვილი - არ ვაპირებთ უკანდახევას, ჩვენ მიღმა დგას საზოგადოების მოთხოვნა, რომ კრიზისი გადაწყდეს ახალი საპარლამენტო არჩევნებით

არ ვაპირებთ უკანდახევას, ჩვენ მიღმა დგას საზოგადოება, ელექტორატი, მათი მოთხოვნა, რომ ამ ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შედეგად პოლიტიკური კრიზისი გადაწყდეს ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, ერთიანი ოპოზიციის 60-ვე პარლამენტის წევრმა დაწერა პირადი განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტაზე ერთი მოტივით, რომ არჩევნები გაყალბდა.

„ამ გაყალბებულ პარლამენტში მონაწილეობა არავის სურს, ამიტომ ხელისუფლება უნდა ჩამოყალიბდეს და მიიღოს დროულად ეს გადაწყვეტილება. არ ვაპირებთ უკანდახევას, ჩვენ მიღმა დგას საზოგადოება, ელექტორატი, მათი მოთხოვნა, რომ ამ ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შედეგად პოლიტიკური კრიზისი გადაწყდეს მხოლოდ და მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.