ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს ხდომაზე მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით იმსჯელებენ
ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს ხდომაზე მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით იმსჯელებენ

დღეს პოლიტსაბჭო იკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიამ უარი თქვა გირაოს გადახდაზე და ახლაც იმავე აზრზეა.

ამასთან, როგორც ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, მელიას გათავისუფლების საშუალებები კანონმდებლობით განსაზღვრულია და გათავისუფლება სრულფასოვან ატმოსფეროს შექმნიდა, რათა დოკუმენტზე შეთანხმება მიღწეულიყო.

„ფაქტია, რომ ეს დოკუმენტი არ უნდა იქცეს ნიკა მელიას თავისუფლებით ვაჭრობის დოკუმენტად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე  ჩვენი მხრიდან ამ დოკუმენტის ხელმოწერა მოხდება, ნიკა მელია გათავისუფლდეს. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მისი პატიმრობის საფუძველი იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამიტომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, გამოშვებული იქნას თავისუფლებაზე. ამას საზოგადოება წესით, სწორად გაიგებს და „ქართული ოცნება“ ამაზე არ უნდა ნერვიულობდეს. შემდეგ შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა მემორანდუმის ტექსტზე და პუნქტებთან მიმართებაში. ეს დოკუმენტი არ უნდა იქცეს ნიკა მელიას თავისუფლებით ვაჭრობის დოკუმენტად. მნიშვნელოვანია, რომ გირაოს საკითხი მოიხსნას და მას მიეცეს თავისუფლება.

ციხეში ვიმყოფებოდი, კონსულტაციები გავიარე პარტიის თავმჯდომარესთან ნიკა მელიასთან, მისი სწორხაზოვანი პოზიციაა, რომ არანაირი გირაოს გადახდა, ვინც არ უნდა იყოს ეს, რომელი სუბიექტიც არ უნდა იყოს, რიგითი მოქალაქე, პარტიული სუბიექტი თუ ევროკავშირის წარმომადგენელი, გირაოს გადახდა არ უნდა მოხდეს. გირაო პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური ხარკია. ნიკა მელიამ ამ ხარკის გადახდაზე უარი თქვა და ეს ძალაში დარჩება. ნიკა მელიას გათავისუფლების საშუალებები კანონმდებლობით განსაზღვრულია, მათ შორის თავდებობა, თუნდაც საელჩოების ან პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების. ეს გათავისუფლება სრულფასოვან ატმოსფეროს შექმნიდა, რათა დოკუმენტზე შეთანხმება მიღწეულიყო“, – აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ამასთან, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს ხდომაზე მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

„პირველადი გადაწყვეტილება ახლა მიიღება პოლიტსაბჭოზე. პოლიტსაბჭოზე მოხდება ამ საკითხის განხილვა, მათ შორის პრეზიდენტის განცხადების შინაარსის გათვალისწინებითაც“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.