ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მაჟორიტორობისთვის კახეთის რეგიონში იბრძოლებს
ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მაჟორიტორობისთვის კახეთის რეგიონში იბრძოლებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პარტიის სახელით მაჟორიტორობისთვის კახეთის რეგიონში იბრძოლებს. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, კახეთში „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოწინააღმდეგე „ქართული ოცნება“ იქნება.

არჩევნები აქტიურ ფაზაში შედის, გამოკვეთილი არის კახეთში მაჟორიტარი კანდიდატები. მთავარი მოწინააღმდეგე ჩვენი იქნება „ქართული ოცნება“ და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი. პრობლემები, რომელიც რეგიონშია დაგროვებული, არის განუკითახაობა, ხალხის ხარჯზე მომხვეჭელობა თანამდებობის პირების, კორუფცია. ამავდროულად არის ეკონომიკური პრობლემები, რომელიც უკავშირდება ყურძნის ფასს. რეგიონებში არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, მაგალითად – სოფლებში ელემენტარულად სასმელი წყლის არსებობა. ამიტომ, ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის, რათა ეს პრობლემები კახეთში ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტოთ.

ჩემი კანდიდატურა წარდგენილი არის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატად კახეთის რეგიონში, ამიტომ მთავარი ამოცანა ჩვენი იქნება ხალხთან ურთიერთობა, ხალხის პრობლემების გათავისება და გადაწყვეტის გზების შეთავაზება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.