ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობისგან თავს შეიკავებს
ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობისგან თავს შეიკავებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ხვალ პარლამენტში დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობისგან პარტია თავს შეიკავებს.

როგორც ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით პარტიაში განსხვავებული პოზიციები ფიქსირდებოდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ „ქართულ ოცნებას“ ოფიციალური განცხადება აქვს გაკეთებული, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას საფრთხე არ ემუქრება და საკმარისი ხმები აქვს, ჩვენ ხვალინდელ მხარდაჭერაზე თავს შევიკავებთ, რადგან პატივს ვცემთ და ხაზს ვუსვამთ იმ შეთანხმების მნიშვნელობას, რომელიც იქნა მიღწეული 8 მარტს. საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე და ჩვენ ამ პროცესს მხარს ვუჭერთ, ვეთანხმებით პროპორციას, რომელიც 120/30-ზე იქნა გათვალისწინებული, მაგრამ შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია და ყველამ პატივი უნდა სცეს ამას, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარი, რომელიც აღიარებულია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, მნიშვნელოვანია, რომ გათავისუფლდეს. სრულფასოვანი შეთანხმების შესრულება მხოლოდ ეს იქნება და სწორედ ეს განამტკიცებს იმ პოზიტიურ მხარეს, რაც ამ შეთანხმებას აქვს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.