ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას გენერალური პროკურორის არჩევის წესთან ერთად, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილონ
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას გენერალური პროკურორის არჩევის წესთან ერთად, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილონ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, ლევან ბეჟაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, გენერალური პროკურორის არჩევის წესის გარდა, განიხილონ სხვა საკითხებიც, როგორიცაა, მაგალითად საარჩევნო ბარიერის დაწევა.

მისივე თქმით, არ უნდა მოხდეს საკითხების დაყოფა, არამედ უნდა იყოს გაერთიანებული და ერთ პაკეტად მიღებული.

„გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას მნიშვნელოვანია, სხვა საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხიც განვიხილოთ და მოხდეს არა საკითხების დაყოფა, არამედ გაერთიანება, ერთ პაკეტად მიღება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების, როგორიცაა ბარიერიერის დაწევა და საარჩევნო ბლოკების თემა, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილი იყო და ასევე 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილად უნდა განვიხილოთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ყველა საკითხი განხილული იყოს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დღეს, 16 :00 საათზე იურიდიული კომიტეტი საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს.