ლევან აკინი - ეს ისტორია მაგალითად შვედეთში რომ მომხდარიყო, იგივე ისტორია არ იქნებოდა, ამ მხრივ საქართველოში ვითარება რთულადაა
ლევან აკინი - ეს ისტორია მაგალითად შვედეთში რომ მომხდარიყო, იგივე ისტორია არ იქნებოდა, ამ მხრივ საქართველოში ვითარება რთულადაა

ლევან აკინმა ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ „დოიჩე ველეს“ ეთერში ინტერვიუს დროს ისაუბრა. რეჟისორმა აღნიშნა, რომ ფილმის გადაღების იდეა კონკრეტული შემთხვევის შედეგად დაებადა.

„2013 რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდა ადამიანმა გადაწყვიტა საქართველოში, დედაქალაქ თბილისში გაემართა პირველი პრაიდი და კონტრშეტევები განხორციელდა მათზე. ამ ყველაფრის ფოტოები შვედეთში, ტელევიზიით ვნახე და ეს ყველაფერი ძალიან არ მომეწონა. ამიტომ, ამ თემასთან დაკავშირებით რაღაც უნდა გამეკეთებინა. სწორედ აქედან წამოვიდა შთაგონება ფილმზე“, – აღნიშნა ლევან აკინმა ინტერვიუს დროს.

ინტერვიუს დროს წამყვანმა აღნიშნა, რომ საქართველოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეტნაკლებად მტრულად არიან განწყობილნ, რის შემდეგაც ლევან აკინს დაუსვა კითხვა, იყო თუ არ ეს მტრული განწყობა მიზეზი იმისა, რომ ფილმი ქართულ ენაზე გადაიღეს.

„ეს ისტორია მაგალითად შვედეთში რომ მომხდარიყო, იგივე ისტორია არ იქნებოდა. ამ მხრივ საქართველოში ვითარება რთულად არის. საზოგადოება პოლარიზებულია. ქვეყანა დაყოფილია. ერთ მხარეს არის ახალგაზრდა თაობა, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია, მეორეს მხრივ კი, არიან ზელოტები (ფანატიკოსები) სხვა სიტყვებით მათ ვერ მოვიხსენიებ“, – ასე უპასუხა რეჟისორმა წამყვანის კითხვას.

ფილმის შინაარსთან დაკავშირებით რეჟისორმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ეს არის დაწესებული ნორმების დარღვევა.

ამასთან ერთად ლევან აკინმა ინტევიუს დროს საქართველოში ფილმის გადაღების სირთულეებზეც ისაუბრა. რეჟისორის თქმით, ოფიციალურად არავის უთქვამს, რომ გადაღების ნებას არ რთავდნენ, რადგან ლგბტქ ფილმს იღებდნენ, თუმცა „სამწუხაროდ, გარკვეული ლოკაციები, სადაც ფილმი უნდა გადაღებულიყო მოულოდნელად გაქრა“. ამასთან, რეჟისორმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ გარკვეულ ადგილებში მათ მუშაობის სრული თავისუფლება ჰქონდათ. ამის მიზეზად ლევან აკინმა ისევ პოლარიზებული საზოგადოება დაასახელა.