ლევან ახვლედიანი მომავალ კვირაში პარლამენტში მისვლას გეგმავს
ლევან ახვლედიანი მომავალ კვირაში პარლამენტში მისვლას გეგმავს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორი მომავალ კვირაში საქართველოს პარლამენტში მივა.

როგორც ლევან ახვლედიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მან მიიღო წერილი პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატებისგან, მათ შორის ლევან გოგიჩაიშვილისგან და ლევან კობერიძისგან.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორის თქმით, ის აუცილებლად მივა პარლამენტში და ყველა დასმულ შეკითხვას ობიექტურად უპასუხებს.

„თუ არის ასეთი მოთხოვნა, მივალ პარლამენტში და ვიქნები ძალიან ობიექტური”, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა.